რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ, ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ძირითადი აქცენტი უკრაინის კრიზისის თემაზე გაკეთდა.
ასევე, განხილული იყო ზოგიერთი სხვა საერთაშორისო საკითხი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით, მზად არის დათმობაზე წავიდეს. ამის შესახებ, ლავროვმა სი-ბი-ეს-ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის შეთანხმების დასადებად, მაგრამ ჯერ კიდევ, არსებობს კონკრეტული პუნქტები, რომელთაც დახვეწა სჭირდება. ლავროვმა ყირიმის საკითხზეც ისაუბრა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ყირიმთან დაკავშირებით სიმართლე თქვა. მას ესმის, რომ რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, თავისი ტერიტორიის მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლავროვმა.