რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის ჩაშლაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ამ კვირაში უარი თქვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის აშკარა ხდება, რომ ზელენსკის არ შეუძლია ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა.
უკრაინის ლიდერმა სამშაბათს განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება უკრაინის კონსტიტუციას დაარღვევს. უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას მიაღწიოს.