236 ადამიანი დაშავდა თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მონაცემებს ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მოქალაქეებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება პანიკის დროს სიმაღლეებიდან ხტომის შედეგად მიიღეს.
ამ დროისთვის დაშავებულებიდან 221 მკურნალობის დასრულების შემდეგ სახლში გაწერეს. საავადმყოფოებში რჩება 15 დაშავებული. მათ სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელმაც ისინი პირადად მოინახულა.
გუშინ სტამბოლში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა სიმძლავრემ 6.2 მადნიტუდა შეადგინა. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.