ჩინეთი უკრაინის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

23 აპრილი 2025, 13:26 98 ნახვა

ჩინეთი უსაფუძვლოს უწოდებს უკრაინის ბრალდებებს  რუსეთის დრონების წარმოებაში ჩინეთის მონაწილეობის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის იარაღს და დენთს, ასევე რუსეთში დრონების წარმოებაში ჩინელი სპეციალისტები მონაწილეობენ.

კიევმა პეკინი მოსკოვისთვის გაწეულ პირდაპირ სამხედრო დახმარებაში პირველად დაადანაშაულა, რასაც ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი