ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ საქმიანობის აღდგენა დაევალა

23 აპრილი 2025, 13:50 97 ნახვა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეწყვიტოს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიების - "ამერიკის ხმის", რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების - დახურვა,   გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“ თანამშრომლებისა და კონტრაქტორების პოზიციებზე დასაბრუნებლად და მაუწყებლობის გასაახლებლად.

მარტში ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ იძულებით შვებულებაში გაუშვა ათას 300-ზე მეტი თანამშრომელი და დაფინანსება შეუწყვიტა რამდენიმე მედიაორგანიზაციას.

საპასუხოდ თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ეს ქმედება არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას და კანონებს, რომელთა მეშვეობით აშშ-ის კონგრესმა ავტორიზაცია გასცა და აფინანსებდა „ამერიკის ხმას“.

ეს გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ამერიკის ხმა“ მაშინვე განაახლებს მუშაობას. სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი