6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სტამბოლში, სილივრის სანაპიროსთან. მიწისქვეშა ბიძგები 12:49 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.
ძლიერი მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი სილივრის სანაპირო იყო, თუმცა ბიძგები იგრძნობოდა მარმარილოს რეგიონშიც.
სეისმოლოგიური სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრა 6,92 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.