აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პარიზში ჩაფრინდა

17 აპრილი 2025, 14:35 141 ნახვა

დღეს პარიზში უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ევროპელ კოლეგებთან ერთად დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმსჯელებენ. უიტკოფი და რუბიო შეხვდებიან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და მის გუნდს. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამართავს მოლაპარაკებებს ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებთან. მარკო რუბიო უკვე ჩაფრინდა პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის წარმომადგენლებთან, „მსურველთა კოალიციის“-ა და უსაფრთხოების გარანტიის მქონე სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი