ჩინეთმა აშშ-ის დიპლომატებს ტიბეტში სავიზო შეზღუდვები დაუწესა

14 აპრილი 2025, 13:32 147 ნახვა

ჩინეთმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა აშშ-ის რიგ პერსონალს, რომლებსაც  ტიბეტთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ.  ეს ნაბიჯი პეკინმა  მას შემდეგ გადადგა, რაც ვაშინგტონმა დააწესა დამატებითი სავიზო შეზღუდვები ჩინელ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ტიბეტის რაიონებში უცხოელების წვდომის პოლიტიკაში. 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ტიბეტთან დაკავშირებული საკითხები არის ჩინეთის "შიდა საქმეები" და "აშშ-ს მიერ ჩინელ ოფიციალურ პირებზე სავიზო შეზღუდვების ბოროტად გამოყენება" ტიბეტთან დაკავშირებით "სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს".

შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა ჩინეთის კომუნისტური პარტია იმაში, რომ უარს ეუბნებოდა ამერიკელ დიპლომატებს, ჟურნალისტებს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს ტიბეტში და ჩინეთის სხვა ტიბეტურ რაიონებში შესვლაზე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში