ოდესასა და ზაპოროჟიეზე რუსული დრონებით თავდასხმები განხორციელდა

14 აპრილი 2025, 09:48 141 ნახვა

8 ადამიანი დაშავდა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, სახლები, სამედიცინო დაწესებულება,სასაწყობე შენობები, მაგისტრალური გზა, ავტომობილები.

ოდესის მერი თავდასხმის შედეგად  დაზიანებული შენობების ვიდეოკადრებს ავრცელებს.  მისი თქმით, საავადმყოფოს დაზიანების შედეგად, განადგურდა საოპერაციო  განყოფილება, პაციენტები არ დაშავებულან.  თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, რის შედეგადაც ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გაუჩნდა ბენზინგასამართ სადგურსაც. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას, მაგრამ ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში