შეცდომა იყო - ტრამპი სუმიზე თავდასხმაზე

14 აპრილი 2025, 10:18 186 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის განცხადებით,  მას უთხრეს, რომ რუსეთის სასიკვდილო თავდასხმა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ სუმიზე იყო "შეცდომა".

ტრამპი ესაუბრა ჟურნალისტებს ნომერ პირველ ბორტზე, მერილენდის ენდრიუს  ბაზისკენ ფრენის დროს და შემდგომ თეთრ სახლშიც. როდესაც სთხოვეს განემარტა, გულისხმობდა თუ არა ის, რომ თავდასხმა არ იყო წინასწარ განზრახული, ტრამპმა გაიმეორა, რომ ეს იყო „შეცდომა“ და არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ მიაწოდა მას  ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ეს არის ბაიდენის ომი, ეს არ არის ჩემი ომი", - აღნიშნა ტრამპმა, რომელიც  თავის მილიარდერ მოკავშირე ილონ მასკთან და მასკის მცირეწლოვან შვილთან ერთად მგზავრობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში