მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

28 მაისი 2016, 00:00 4252 ნახვა

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 5 ბათუმელი მეზღვაურია დაკავებული. ირაკლი ქობულაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად 2015 წლის 7 ივნისს დააკავეს და თითქმის 1 წელია მადრიდის ციხეში იმყოფება. მაყვალა ძნელაძის თქმით, ესპანეთის პოლიციამ გემზე კონტრაბანდა აღმოაჩინა, რის შესახებაც მისი თქმით მეზღავურებმა არაფერი იცოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი