პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა

11 აპრილი 2025, 09:10 126 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა და ქალაქ ლვოვის  კლინიკაში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. 

პრინცის ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, დაუგეგმავი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრინცმა უკრაინა დატოვა.

სასექსის ჰერცოგთან ერთად იმყოფებოდნენ თავისი საქველმოქმედო ფონდის 4 ვეტერანიც.

ფონდის მიზანია მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია სპორტში მათი ჩართვის გზით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში