უკრაინის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მოლაპარაკებებს მართავს

10 აპრილი 2025, 13:19 191 ნახვა

ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. უკრაინის მთავრობის მეთაური ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენლებთან შეხვედრებს  ნატოში კიევის მოკავშირეების შეხვედრის ფარგლებში მართავს. 

კაია კალასთან შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს. შმიგალმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობას.  

პარალელურად აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები  სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მოლაპარაკებებს მართავენ.  დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები ან უკრაინის საკითხი.

მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-რუსეთის საელჩოების ფუნქციონირებას ეხება - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში