რუსეთმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე დღეს დილით მოხდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, დაშავებულია ორი ქალი. ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა და დრონებმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები.
კიევის საჰაერო სივრცეში 30 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს, რომელთაგან 16 განადგურებულია.
ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქ მიკოლაივში დაშავდა 10 ადამიანი - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა.
დაზიანდა ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, 30 ავტოფარეხი და ადმინისტრაციული შენობა. რუსეთი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს.