ათობით ქვეყანაზე დაწესებული მაღალი ტარიფი 90 დღით გადაიდება. ამის შესახებ პრეზიდენტი ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს. მისივე განცხადებით, შემდგომში ტარიფები 10%-მდე შემცირდება, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერს ტრამპი. მისივე მტკიცებით, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაიზარდა.