დონალდ ტრამპმა ტარიფების დაპაუზებით მოლაპარაკებისთვის კარი ღია დატოვა - ამის შესახებ ვიეტნამში ოფიციალური ვიზიტისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მას სატარიფო ზომების დეტალებში გარკვევა ესაჭიროებოდა.
სანჩესი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მასშტაბური სავაჭრო ტარიფების დაწესების შემდეგ აღმოსავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა.
ხვალ სანჩესი ვიეტნამიდან ჩინეთში გაემგზავრება და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.