თემურ ინაიშვილი „რაიო ვალეკანოს“ დუბლშემადგენლობას შეუერთდა

09 აპრილი 2025, 13:18 254 ნახვა

ესპანეთში კიდევ ერთ ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, თემურ ინაიშვილი "რაიო ვალეკანოს" დუბლ შემადგენლობას შეუერთდა.

16 წლის ქობულეთელმა შემტევმა ნახევარცველმა ესპანურ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტი გააფორმა. ინაიშვილმა შესაძლოა, სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი მთავარ გუნდში გაიაროს. ამის შემდეგ კი გადაწყდება, ის მთავარ გუნდში დარჩება თუ ასაკობრივ გუნდში განაგრძობს ასპარეზობას.

თემურ ინაიშვილი ესპანეთში გამგზავრებამდე ერთი წელი თბილისის „დინამოს“ აკადემიაში, შემდეგ კი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში