პუტინი ერდოღანს სოჭში შეხვდება

03 მაისი 2017, 00:00 2256 ნახვა

დღეს ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი შეხვდებიან ერთმანეთს. ორმხრივი მოლაპარაკებები ქალაქ სოჭში გაიმართება. კრემლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერთა მოლაპარაკებების მთავარი თემები სირიის კრიზისი, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განთავსება, ორმხრივი თანამშრომლობისა და ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხები იქნება. თურქეთის ლიდერი სოჭში სამუშაო ვიზიტით პუტინის მიწვევით ჩავა. რუსეთისა და თურქეთის პირველი პირები ბოლოს ათ მარტს მოსკოვში შეხვდნენ. 

ამავე კატეგორიაში