უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განხორციელებულმა თავდასხმებმა აჩვენა, რომ რუსეთს არ სურდა სამწლიანი ომის დასრულება. ზელენსკის თქმით, კიევი ელოდება აშშ-ს რეაქციას რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცეცხლის სრულ, უპირობო შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, რაზეც მანამდე უკრაინა დათანხმდა. კიევში ღამით რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, აფეთქების შემდეგ ხანძარი ქალაქის სამ რაიონში გაჩნდა.
კიევზე დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც მიკოლაივის სამხრეთ რეგიონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამი ადამიანი დაშავდა რუსეთის თავდასხმების შედეგად.
ერთი დღით ადრე უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში რუსული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცხრა ბავშვია.