ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე პუტინის პასუხია - სიბიგა დნიპროზე რუსეთის იერიშზე

29 მარტი 2025, 17:02 208 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის დარტყმა არის პუტინის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე.

„დნიპროზე დრონებით რუსეთის დარტყმის შედეგად მოკლულია ოთხი და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. თავდასხმა ისევ დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა. ეს არის პუტინის პაუსხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე – მეტი სამხედრო დანაშაული და თავდასხმა მოქალაქეებზე“, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე და დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 21 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში