ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოდის

28 მარტი 2025, 10:45 320 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოდის. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღება შესაძლებელს გახდის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და იმ ხელისუფლების სათავეში მოსვლას, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკება და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა იქნება შესაძლებელი.

პუტინი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება ახლა არალეგიტიმურია უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის. დაამატა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთს არ დაუწყია.

მაგალითად მოიყვანა 2014 წელი და დაამატა, რომ ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო, რომელსაც მხარი დაუჭირეს დასავლეთის ქვეყნებმა. ამას კი შემდეგ, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებები მოჰყვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში