თურქეთში სტამბოლის მერის ადვოკატი დააკავეს

28 მარტი 2025, 10:09 214 ნახვა

თურქეთში სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს ადვოკატი დააკავეს. სააგენტო „როიტერის“   ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა თურან ტასკინ ოზმერმა განაცხადა, რომ ადვოკატი ფეჰლივანი „შეთხზული მიზეზების გამო“ დააკავეს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერი დააპატიმრეს, თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვი 1900-ს აღწევს, მათგან 260 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გათავისუფლდა 489 ადამიანი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში