შეხვედრები პროექტის „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში

27 მარტი 2025, 14:05 202 ნახვა

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები ქ.თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს.

სამხედროებმა მოსწავლეებს ქართული ჯარის ისტორიაზე, ჯარისკაცის პროფესიაზე, თავდაცვის ახალ კოდექსზე და ჯარის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში