ღაზაში პალესტინელებმა ომის დასრულება მოითხოვეს

26 მარტი 2025, 14:05 241 ნახვა

ღაზის სექტორში „ჰამასის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ასობით პალესტინელმა  ისრაელის წინააღმდეგ ომის შეწყვეტა მოითხოვა. 

აქციაზე სამოქალაქო ფორმიანი „ჰამასის“ უსაფრთხოების ძალები გამოჩნდნენ, რომლებიც მომიტინგეების დაშლას ცდილობდნენ.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტების წინააღმდეგ საავიაციო დარტყმები და სახმელეთო ოპერაციაც განაახლა, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასზე“ ზეწოლას მათ ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში