თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სტამბოლის არჩეული მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრაიმერიზი, რომელშიც პარტიის ინფორმაციით, მონაწილეობა მიიღო 15-მა მილიონმა მოქალაქემ და მათგან 13 მილიონ 200 ათასმა ექრემ იმამოღლუს გამოუცხადა მხარდაჭერა.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, თურქეთის პრეზიდენტს მიმართა, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ექრემ იმამოღლუს არჩევნებში შეებრძოლოს. საპროტესტო აქციები თურქეთში მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი დააკავა, ბბს-ის ცნობით აქციების დაწყების შემდეგ, 1 133 ადამიანი დააკავეს.