გამოცემა „ბლუმბერგი“ რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს შეთანხმების მიღწევა სააღდგომოდ, 20 აპრილისთვის სურს, თუმცა პუტინი არ ჩქარობს.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაშიც ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ ამ ვადებში ჩატევას. აღნიშნულია, რომ თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს, რადგან მხარეების პოზიციები ბევრ რამეში წინააღმდეგობრივია. ასევე, გამოცემის წყაროს ცნობით, კრემლი არ დათანხმდება ტრამპისა და პუტინის პირად შეხვედრას, ვიდრე არ იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება.