სტამბოლში აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

23 მარტი 2025, 09:01 196 ნახვა

სტამბოლის მერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ეკრემ იმამოღუ პროცესის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება. იმამოღლუს დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
მომიტინგეები შენობის წინ იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღუ თურქეთის სასამართლოს წინაშე წარსდგა, ეს დაკავების შემდეგ მისი პირველი გამოჩენა იყო. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში