ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი დაიღუპა

23 მარტი 2025, 09:02 172 ნახვა

ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მაღალი რანგის ლიდერთან ერთად დაღუპულია მისი მეუღლეს. ისრაელში აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 49 ათას 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში