დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, თუმცა შესაძლებელია დისკუსია ალიანსის მე-5 მუხლით უსაფრთხოების მიცემის საკითხზე. უიტკოფმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა და მისი ოფისის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად გააცნობიერეს, რომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება უახლოეს მომავალში შეუძლებელია.
ამასთან, სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მე-5 მუხლის გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვები და უკრაინისთვის ასეთი დაცვის უზრუნველყოფის საკითხი აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მხრიდან კვლავ დისკუსიის საგანია.