აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის, ომის დასასრულებლად სავარაუდოდ ძალიან მალე მოხდება. ტრამპის თქმით, ვიდრე ის საუბრობს, პარალელურად ტერიტორიის დაყოფის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
აღნიშნავს, რომ მტკიცედ მიისწრაფვის ომის დასრულებისკენ, რათა შეწყდეს მკვლელობები და შეერთებულმა შტატებმა დაზოგოს თანხა, რომელსაც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის აგზავნის. დონალდ ტრამპის თქმით, ბაიდენის გამო აშშ-მა უკვე გადაიხადა 350 მილიარდი დოლარი იმ ომში, რომელიც არ მოხდებოდა თუ შტატებს კომპეტენტური პრეზიდენტი ეყოლებოდა.