სუდანის არმიამ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი დაიბრუნა. უცხოური მედიის ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის შენობას თითქმის 2 წელია სამხედრო ჯგუფი „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ აკონტროლებდა.
დაპირისპირების გამძაფრების შემდეგ კი წარმატებას სუდანის არმიამ მიაღწია. ხართუმის ცენტრზე კონტროლის მოპოვების ფონზე სუდანი არმია ახლოს არის დედაქალაქზე კონტროლის დაბრუნებასთან. სასახლესთან ახლოს მდებარეობს სამინისტროებისა და ფინანსური ინსტიტუტების შენობებიც.
ცნობისთვის, სუდანში 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დასრულების შემდეგ სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, თუმცა მოგვიანებით ვერ შეთანხმდნენ სამოქალაქო მმართველობის დამყარების გეგმაზე.