სერბეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი მადლიერია რუსეთის სპეცსამსახურების იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ქვეყანას ფერადი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ვიცე-პრემიერმა ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვულინი აღნიშნავს, რომ რუსულმა სპეცსამსახურმა იცის რა საფრთხე ელის სერბეთს. დაამატა, რომ შეთანხმება, რომელიც ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, ძალაში რჩება.
ცნობისთვის, სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.