ლონდონის აეროპორტი ერთი დღით დაიხურა

21 მარტი 2025, 09:50 106 ნახვა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 1 დღით მუშაობას წყვეტს. ქვესადგურში, რომელიც აეროპორტს ელექტროენერგიით ამარაგებს, გასულ ღამით ხანძარი გაჩნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ადმინისტრაციის განცხადებით, სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მგზავრებისა და კოლეგების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მიიღეს.  

ხანძარმა ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და მიმდებარე ტერიტორიიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში