პოლიტიკური ვითარება თურქეთში

19 მარტი 2025, 19:59 341 ნახვა

ბოლო ცნობებით სტამბოლში დაკავებული მერის მხარდამჭერ სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
ისინი აპროტესტებენ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სტამბოლის მერს და პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს, ასევე აპროტესტებენ მის დაკავებას. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუდენტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში