უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარებით გააპროტესტეს

19 მარტი 2025, 10:19 98 ნახვა

უნგრეთის პარლამენტში ოპოზიციური პარტიის მომენტუმის დეპუტატებმა გაუშვეს კვამლის ყუმბარები, როცა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი ლგბტ თემების პრაიდის მსვლელობის აკრძალვის შესახებ. მათ კენჭისყრის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში ასევე მიმოფანტეს სურათები, რომლებზეც ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს კოცნიან.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილება  ბუდაპეშტის ცენტრალურ ნაწილში  ხიდის ბლოკირების მიზეზი გახდა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის მიერ სწრაფი ტემპით განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ორბანის პარტიამ, რომელიც ფლობს საპარლამენტო უმრავლესობას, კანონპროექტი ორშაბათს წარადგინა, რომელიც კრძალავს ყოველწლიური პრაიდის მსვლელობას იმ მოტივით, რომ ეს შეიძლება იყოს საზიანო ბავშვებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში