ბენიამინ ნეთანიაჰუ საშინაო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რონენ ბარის გადაყენების წინადადებით მთავრობას ამ კვირაში მიმართავს. პრემიერის განცხადებას არ გამოხმაურება თავად ბარი და არც მისი უწყება.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ბარის თანამდებობიდან გადაყენება ისრაელში, სავარაუდოდ, მწვავე კრიტიკას გამოიწვევს. ნეთანიაჰუსა და ბარის ურთიერთობა ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ომის დროს დაიძაბა - წერს ისრაელის მედია.
2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ყველაზე დიდ მარცხად არის აღიარებული.