უკრაინა მოლაპარაკებების შედეგების მოლოდინშია.

16 მარტი 2025, 19:38 119 ნახვა

 ამ დრომდე არ არის კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თანხმდება თუ არა რუსეთი 30 დღიან ზავს.ისევე როგორც უკრაინას არც ევროპას სჯერა პუტინის. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ისეთი ქვეყნის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა. ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მოსკოვს „მკაფიო პასუხისკენ“ მოუწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლი აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს, პუტინს კი სურს ყველაფერი მიიღოს და შემდეგ აწარმოოს მოლაპარაკებები. მაკრონის თქმით, მშვიდობისთვის რუსეთმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს და მათზე ზეწოლაც ცხადი უნდა იყოს შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი