პროტესტი სერბეთში - ალექსანდრ ვუჩიჩის გამოხმაურება

16 მარტი 2025, 19:35 101 ნახვა

სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ გამართული მასშტაბურ  საპროტესტო აქციას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. ალექსანდ ვუჩიჩი მადლობას უხდის პოლიციას და ამაყობს, რომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლეს. ასევე პრეზიდენტის განცხადებით, მან მომიტინგეების გზავნილი გაიგო და აღნიშნა, რომ მთავრობაში ყველამ უნდა გაიგოს გზავნილი, როდესაც ამდენი ხალხი იკრიბება. „მოგვიწევს საკუთარი თავის შეცვლა“ - აღნიშნა ვუჩიჩმა. ცნობისთვის, ბელგრადში შს სამინისტროს შეფასებით 107 ათასი ადამიანი გამოვიდა, დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით კი საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 325 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი