ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიის „ტისას“ ლიდერი, რომელმაც პირობა დადო რომ უნგრეთს ძლიერი ევროპის ნაწილად აქცევს და ორბანის 15 წლიან მმართველობას დაასრულებს. პეტერ მადიარის თქმით, ისინი ვინც საკუთარ ერს ღალატობენ, ისტორიის ნაგავსაყრელზე უნდა აღმოჩნდნენ. ცნობისთვის, „ტისა“ 1 წლის წინ დაფუძნდა და უმეტეს გამოკითხვებში ორბანის პარტიას უსწრებს. პრემიერმა კი მანამდე განაცხადა, რომ იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ზომებს გაამკაცრებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.