დონალდ ტრამპმა ჰუსიტებზე შეტევის ბრძანება გასცა

16 მარტი 2025, 11:30 120 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა იემენში „ჰუსიტებზე“ შეტევის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში აშშ-ის გემებზე თავდასხმებია. დაამატა რომ მათი მეკობრეობა შეერთებული შტატებისთვის მილიარდობით დოლარი დაჯდა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
„ნუ დაემუქრებით ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც საპრეზიდენტო ისტორიაში  უდიდესი მანდატი მიიღო“ - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ აცნობა. თავის მხრივ, „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ მათი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, ასევე აშშ-ის დარტყმებზე პასუხს აანონსებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი