რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი თანახმაა უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ “კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს აღნიშნული საკითხისადმი ყურადღებისთვის. პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არის „ნიუანსები“, საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელებთან, ასევე, შესაძლოა სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან.