უკრაინის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი მასზე ფაქტობრივად, უარს ამზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს ეთანხმება, თუმცა არსებობს ნიუანსები.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ პუტინი ამას ხშირად აკეთებს და უარს პირდაპირ არ ამბობს, თუმცა აკეთებს ისე, რომ პრაქტიკულად უბრალოდ აჭიანურებს ყველაფერს და ნორმალური გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი რუსული მანიპულაციაა.