American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა

14 მარტი 2025, 09:55 146 ნახვა

დენვერის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკან ეარლეინსის თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის გამო მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. 

ავიაკომპანიის ცნობით ბორტზე მყოფი 172-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი უსაფრთხოდაა. 12 ადამიანს სამედიცინო დახმარებას დასჭირდა.

ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში, ავარიულად დაეშვა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში