რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი საუდის არაბეთში ამ კვირაში არ იგეგმება და ამ საკითხზე ინფორმაცია ამერიკული მხარისგან არ მიუღიათ- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მანამდე სი-ენ-ენმა თავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ კვირაში შეხვედრებს გამართავენ არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ რუს ოფიციალურ პირებთანაც. არხს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.
თავად ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ საუდის არაბეთში „სხვადასხვა მოლაპარაკებები“ გაიმართება და რომ ის ელოდება „დიდ პროგრესს“ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში.