სირიაში ორდღიანი შეტაკებების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

09 მარტი 2025, 11:49 137 ნახვა

სირიაში, ლატაკიას რეგიონში უსაფრთხოების ძალებსა და გაქცეული პრეზიდენტის, ასადის მომხრე მებრძოლებს შორის შეტაკებისას 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. უცხოური მედიის ცნობით, მათგან 745 მშვიდობიანი მოქალაქეა. ვითარება რეგიონში ამ დრომდე დაძაბული რჩება.
ქალაქებსა და სოფლებში სროლის ხმა ისმის. სირიის მთავრობამ და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა რამდენიმე დღეში სულ მცირე 340 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ხელმძღვანელის განცხადებით, მასობრივი მკვლელობები ძალადობის ყველაზე სასტიკი აფეთქება იყო სირიის 13-წლიან სამოქალაქო ომში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში