აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.
„მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, - წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა.
დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.