უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსი სამხედროების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.
დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე, ხოლო დაშავებულითა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.
რუსეთის ჯარებმა დობროპილიეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.