სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ უკრაინელს მოუწევს მაღალი საფასურის გადახდა - კაია კალასი

08 მარტი 2025, 20:33 118 ნახვა

უკრაინაზე რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს მოუწევს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე.

გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში