დონალდ ტრამპი კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის განცხადებით, წლების განმავლობაში ამერიკას კანადა უსამართლო ტარიფებს უწესებდა, მათ შორის ხე-ტყისა და რძის პროდუქტებზე დაწესებულ გადასახადებზე.
პრეზიდენტის თქმით, ის შეაჩერებ კანადის მხრიდან შეერთებული შტატების ძარცვას. ტრამპმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში კანადას 250%-იანი გადასახადები ჰქონდა დაწესებული, რომელიც აშშ-ის ფერმერებს აზარალებდა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია როდის დააწესებს ტარიფებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ გეგმის განსახორციელებლად მუშაობა მიმდინარეობს.