„ჰამასის“ წარმომადგენლის ვიდეო მიმართვა

07 მარტი 2025, 14:01 269 ნახვა

დაჯგუფება „ჰამასი“ მძევლების დახოცვით იმუქრება. დაჯგუფების პრესსპიკერის განცხადებით, პალესტინელი ხალხის წინააღმეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია, რამდენიმე გატაცებულის მოკვლას გამოიწვევს.

ამ დროისთვის, მათ ტყვეობაში იმყოფება 24 პირი და 35 ადამიანის ცხედარი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა, 19 იანვარს ამოქმედდა, ხოლო მეორე ფაზის დაწყებისთვის მხარეებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს.

ისრაელი მძევლების დაბრუნებას პირველი ფაზის პირობებით ითხოვს, ხოლო „ჰამასს“ ღაზის სექტორიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გასვლა უნდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი